პროექტი–იდეა და ბრძოლა.
თემა– დიდი რომანტიკოსები:პროექტის მთავარი იდეაა მოსწავლეებმა კომპლექსურად გაიცნონ და გაიაზრონ XIXსაუკუნის რომანტიზმის ფუძემდებლები,მათი ბიოგრაფია და შემოქმედება.
პროექტის აქტუალობა:პირველ რიგში პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებს შესძენს ცოდნას რომანტიკოსების ცხოვრების,მათი ხედვისა და შემოქმედების შესახებ.აგრეთვე საუკეთესო საშუალებაა საგნების ინტეგრაციისა.შეეძლებათ გამოკვეთონ ის ღირებულებები, რომლებიც ისეთივე აქტუალურია დღეს, როგორც იყო მაშინ.
პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა გამოიმუშაონ გუნდური მუშაობის უნარ–ჩვევები,განივითარონ ურთიერთთანამშრომლობის ჩვევები,დაეუფლონ ინფორმაციის მოპოვების,პრეზენტაციის შექმნისა და გამართვის უნარ–ჩვევებს.
მონაწილეთა ასაკი:Xკლასის მოსწავლეები,(14–15წ.)
ვადები და ხანგრძლივობა:ორი თვე,მაისი–ივნისი.
მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:სემინარისთვის მოხსენებები,პრეზენტაციები,შემოქმედების ანალიზი,ექსკურსია ალ. ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში წინანდალში.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:სახელმძღვანელოები,ალ. გრიბოედოვის, ნ.ბარათაშვილის,ა.მიცკევიჩის, ჯ.გ.ბაირონის კრებულები,ბიოგრაფიები,სურათები ვიკიპედიასა და google-ში.კომპიუტერი პრეზენთაციისთვის MS Power Point-ში.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მიზნობრივ ჯგუფს დავყოფ ოთხ ჯგუფად,გამოვკვეთ სამუშაო პრიორიტეტებს და დავალებებს გავანაწილებ .
ერთი კვირის შემდეგ: მოვახდენ ჯგუფების მიერ მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს.(პოეტების ბიოგრაფიების შესახებ.)
ორი კვირის შემდეგ:მოსწავლეებთან ერთად შევარჩევთლექსებს ანალიზისთვის და პოეზიის საღამოსთვის პროექტის ფარგლებში.
ერთი თვის შემდეგ:შეხვედრაზე მოსწავლეებთან ერთად გავაკეთებთ პრეზენტაციებს თითოეული პოეტის შესახებ.თან დასკვნების სახით დავურთავთ ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს.
ორი თვის შემდეგ ჩავატარებთ მინიკონფერენციას პრეზენტაციების თანხლებით და პოეზიის საღამოს.
ბოლოს–ექსკურსია წინანდალში.
საგნებთან კავშირი:ქართული და გერმანული ლითერატურა.
პროექტის ხელმძღვანელი:ნინო გალდავა–რუსული ენის მასწავლებელი.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:ninogaldava69@gmail.com
პროექტის ვებ– გვერდი:www.lemill.net